Belive

კარმელო ენტონი და დუაიტ ჰოვარდი კალათბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის ყოფილი ვარსკვლავები, კარმელო ენტონი და დუაიტ ჰოვარდი, განსაკუთრებული დამსახურებისთვის, კალათბურთის დიდების დარბაზის ახალი წევრები გახდნენ. მათთან ერთად ეს პატივი ერგოთ ქალებს: მაია მურისა და სილვია ფაულზის, მთავარ მწვრთნელს ბილი დონოვანს, მაიამი ჰიტის მფლობელ მიკი არისონს, მსაჯ დენი კროუფორდსა და აშშ-ის 2008 წლის კაცთა ოლიმპიურ ნაკრებს - ენტონი და ჰოვარდი ამ ნაკრების წევრებიც იყვნენ.

კარმელო ენტონი NBA-ს ისტორიაში მე-10 ადგილზეა (28 289 ქულით) და 10-ჯერ იყო ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილე. მან სამი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა (2008, 2012, 2016), სირაკუზა 2003 წლის NCAA-ს ტიტულამდე მიიყვანა და 2021 წელს NBA-ის 75 წლის იუბილის გუნდში შეიყვანეს.

ბოდიში ჩემი სიტყვებისთვის, მაგრამ *****. დღეს მე უბრალოდ კი არ შევდივარ დიდების დარბაზში, არამედ მე ვატარებ ყველა იმ ხმის გამოძახილს, ვინც ოდესმე მეუბნებოდა, რომ არ შემეძლო... ახალი გზა უნდა ამეშენებინა. ახალი დასასრული უნდა დამეწერა. - განაცხადა კარმელო ენტონიმ

დუაიტ ჰოვარდი, კარიერის განმავლობაში, სამჯერ გახდა NBA-ის წლის საუკეთესო მცველი (2009-2011). ის რვაჯერ მიიწვიეს ყველა ვარსკვლავის გუნდის წევრად. NBA-ს ისტორიაში მე-10 ადგილზეა (14 627 მოხსნით) და მე-13 ადგილზეა (2 228 დაფარებით).

დედაჩემმა შვიდი შვილი დაკარგა (მუცლის მოშლით) და მან მომცა საშუალება, მის ცხოვრებაში მზის შუქი შემომეტანა. ჩემთვის უბრალოდ პატივია თქვენ წინაშე ვიდგე, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი. - ჰოვარდის სიტყვები ცერემონიაზე

სხვა სტატიები