გოგა ბითაძის 6 ქულა ნიუ იორკთან | ორლანდომ გაიმარჯვა
1 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო მატჩში, ორლანდო მეჯიქმა, საკუთარ არენაზე, ნიუ იორკ ნიქსი დაამარცხა (133:121).
ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ, მწვრთნელისგან 19 წუთი მიიღო და დრო კარგად გამოიყენა. გოგამ 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ერთი ჩაჭრა და ერთიც დაფარება მიითვალა. ბითაძემ 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
ორლანდოს შემადგენლობაში (ისევე როგორც მატჩში) ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ფრანც ვაგნერი (37 ქულა) იყო. დესმონდ ბეინსა და ჯეილენ საგსს, შესაბამისად, 27 და 26 ქულა ჰქონდათ.
ორლანდო მეჯიქი 10 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა. ორლანდო მომდევნო მატჩს 24 ნოემბერს, ბოსტონ სელტიქსთან ჩაატარებს.