კარგი შედეგი მცირე დროში | ბითაძე ორლანდოს გამარჯვებაში დაეხმარა
4 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო მატჩში, მილუოკი ბაქსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და 91:130 დამარცხდა. მილუოკი ბოლო პერიოდში საშინლად გამოიყურება, ორლანდო კი პირიქით - მეჯიქმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო.
ასევე მეოთხე შეხვედრაა, რაც გოგა ბითაძე რეგულარულად თამაშობს. ქართველ ცენტრს ამჯერად 8 წუთი მიეცა, რაც გოგამ ეფექტურად გამოიყენა. 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა, თანაც 2-ქულიანების 100%-იანი მაჩვენებლით (3/3).
ორლანდო მხოლოდ ერთი მოგებით ჩამორჩება ტორონტო რაპტორსს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე ადგილზეა. გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ცხრილში მეზობლები არიან.