ჩეტ ჰოლმგრენი: "მე და შაი, შაკილ ო’ნილსა და კობი ბრაიანტს შევჭამდით"
ოკლაჰომას 23 წლის კალათბურთელმა - ჩეტ ჰოლმგრენმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის და მისი თანგუნდელი, მოქმედი MVP - შაი გილგეუს-ალექსანდერი, 2X2 კალათბურთში შაკილ ო'ნილსა და კობი ბრაიანტს მოუგებდნენ.
ჰოლმგრენმა ნდობა გამოთქვა მათი თანამედროვე სათამაშო სტილის მიმართ და თქვა, რომ მათი დისტანცია, მრავალფეროვნება და უნარები საშუალებას მისცემს მათ კონკურენცია გაუწიონ NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ დუეტს.
"სიმართლე გითხრათ, მე და შაის რომ შესაძლებლობა მოგვცემოდა, შეგვეძლო შაკილ ო’ნილისა და კობი ბრაიანტის დამარცხება. ჩვენ უკეთესი წყვილი ვართ და უდიდესი პოტენციალი გვაქვს.
ამით იმის თქმა არ მსურს, რომ მათ არ ვაფასებ ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ მე ასე მგონია, რომ ჩვენ 2X2 კალათბურთში, მათი დამარცხების მეტი შანსი გვექნებოდა." - ჩეტ ჰოლმგრენი
Chet Holmgren reportedly believes that he and Shai Gilgeous-Alexander could cook Kobe Bryant and Shaquille O’Neal in a two-on-two matchup, even in a seven-game series against their championship versions.
— Hoops (@Hoopss) April 6, 2026
Holmgren expressed confidence in their modern playstyle, saying their… pic.twitter.com/KzQCrHm3Yn
23 წლის ამერიკელის განცხადებას, ასევე გამოეხმაურა ლეგენდარული შაკილ ო'ნილი, რომელმაც ჰოლმგრენს უპასუხა.
"ძალიან სასაცილოდ მივიღე ეს ყველაფერი. დიდ პატივს გცემ ჩეტ, ძალიან მომწონს შენი თამაში და ნამდვილად კარგი კალათბურთელი ხარ, თუმცა გაიხსენე, რომ შენი ორივე ხელი და მთელი სხეული რომ შეაერთო, მხოლოდ მაგხელა ერთი ხელი მაქვს..." - შაკილ ო'ნილი
საინტერესოა, რომ ჰოლმგრენის ამ გადაწყვეტილებას ასევე გამოეხმაურა ლეგენდარული - კევინ დურანტიც.
„ნუ ათრევ კობის შენს უაზრო ხუმრობებში. ორ წუთშიც მკვდარი იქნებოდი, შაკის დაცვას რომ ცდილობდე.“ - კევინ დურანტი
ნამდვილად საინტერესო იქნებოდა ამ ყველაფრის ნახვა - ამერიკულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ კობი ბრაიანტი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ის აუცილებლად ეთამაშებოდა შაისა და ჩეტის დუეტს და 23 წლის ამერიკელ კალათბურთელს ამ სიტყვებს ანანებდა...