კამარ ბოლდუინმა ბაიერნის შემადგენლობაში მე-2 შეხვედრა ჩაატარა, ამჯერად ევროლიგაზე
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის პირველი ტურის შეხვედრაში პანათინაიკოსმა ბაიერნი 87:79 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებულმა კალათბურთელმა ბერძნული გუნდის წინააღმდეგ 15:32 წუთი ითამაშა, რა დროშიც 6 ქულა (4-დან 2 სამქულიანი), 1 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და ყველაზე მეტი ქულა მიითვალა კენდრიკ ნანმა - 21 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა. 18-18 ქულა ჩააგდეს ისაია მაიკმა და ხავიერ რათან-მაიესმა.
მომდევნო შეხვედრას ბაიერნი კვლავ ევროლიგის ეგიდით ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 2 ოქტომბერს 22:30 საათზე დაიწყება.