Belive

ევან ფურნიე FIBA-ს ცვლილებებისკენ მოუწოდებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა ევან ფურნიემ FIBA-ს ევრობასკეტის პროგრამის შეცვლისკენ მოუწოდა, რათა მოთამაშეებმა მატჩიდან მატჩამდე დასვენება შეძლონ. ზოგჯერ კალათბურთელებს 24 საათზე ნაკლები აქვთ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის ძალები აღიდგინონ.

"NBA-სგან განსხვავებით, ევრობასკეტზე ნალები თამაშია და ინტენსივობაც მეტია. როდესაც თამაში 20:30 საათზეა ჩანიშნული, როგორც წესი, დაძინება ღამის 3 საათზე გიწევს. ეს მართლაც დიდი გამოწვევაა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ გრაფიკი ყველასთვის ერთნაირად რთულია. კარგი იქნება, თუ FIBA შეცვლის ამას, რათა უფრო მეტი დავისვენოთ თამაშებს შორის."

ფურნიემ ეს კომენტარი დღეს, შუადღის ვარჯიშის შემდეგ გააკეთა. წინა დღეს საფრანგეთმა რთულ შეხვედრაში უნგრეთის დამარცხება შეძლო. ფრანგებმა ასევე დიდი გაჭირვებით დაამარცხეს ლიეტუვაც, სადაც ევანმა 27 ქულით გამოიჩინა თავი. მან ამ მატჩებში, შესაბამისად, 33 და 27 წუთი ითამაშა.

სხვა სტატიები