Belive

ვიქტორ ვემბანიამა 2025 წლის ევრობასკეტს გამოტოვებს

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ვიქტორ ვემბანიამა 2025 წლის ევრობასკეტს გამოტოვებს, ინფორმაციას Le Parisien აქვეყნებს. 21 წლის კალათბურთელმა NBA-ს შუა სეზონის დროს მხრის ტრავმა მიიღო და ის ჯერჯერობით გამოჯანმრთელებაზეა ორიენტირებული.

ვიქტორ ვემბანიამას არ ყოფნა კიდევ ერთი დარტყმაა საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისთვის, რადგან L’Équipe-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევრობასკეტს რუდი გობერიც გამოტოვებს.

ევროპის მთავარი საკალათბურთო ჩემპიონატი სტარტს 27 აგვისტოს აიღებს და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირი კვიპროსში, ფინეთში, პოლონეთსა და ლატვიაში გაიმართება.

საფრანგეთი D ჯგუფში პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში ითამაშებს, სადაც მასპინძელ პოლონეთს, ისლანდიას, ბელგიას, ისრაელსა და სლოვენიას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები