ევრობასკეტი | კაპიტნის ბენეფისი - საქართველომ კვიპროსი გაანადგურა
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევრობასკეტის მე-4 სათამაშო დღეს, საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა C-ჯგუფში დომინანტური გამარჯვება მოიპოვა.
საქართველომ მასპინძელი კვიპროსი 32-ქულიანი სხვაობით, 93:61 დაამარცხა და პლეი-ოფში გასვლის საკმაოდ მაღალი შანსი შეინარჩუნა.
კვიპროსის წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 27 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. შედეგიანობით გამოირჩა გოგა ბითაძეც - მის ანგარიშზე 21 ქულა და 13 მოხსნაა.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს, საქართველოს ნაკრები ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 4 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.