Belive

ბანკეროსა და კანინგემის 45-45 ქულა | დეტროიტმა ორლანდოსთან სერიაში სხვაობა შეამცირა

7 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მე-5 შეხვედრაში დეტროიტ პისტონსმა ორლანდო მეჯიქი 116:109 დაამარცხა და სერიაში სხვაობა შეამცირა - 2:3.

მატჩში 14 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც, სამწუხაროდ, შეხვედრა უქულოდ დაასრულა. გოგამ 2 დაფარება და 1 მოხსნა მოაგროვა, მისი 1 ორქულიანი კი არაზუსტი იყო.

ორლანდოს 45 ქულით, 9 მოხსნით, 7 პასითა და 2 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა, დეტროიტის რიგებში კი 45 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემით, 4 მოხსნითა და 1 ჩაჭრით კეიდ კანინგემი გამოირჩა.

გუნდებს შორის სერიის მე-6 შეხვედრა შაბათს, ორლანდოში გაიმართება.

სხვა სტატიები