Belive

იოკიჩი პარკეტიდან გააძევეს - დენვერმა ლიდერის გარეშე მოიგო

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "დეტროიტისა" და "დენვერის" დაპირისპირება შედგა. დეტროიტში გამართული დრამატული მატჩი, მასპინძლების მარცხით, 103:107 დასრულდა.

"დენვერმა" პრაქტიკულად გუნდის ლიდერისა და სუპერვარსკვლავის გარეშე იასპარეზა. მეორე პერიოდის მიწურულს, მსაჯთან კამათის გამო პარკეტიდან ნიკოლა იოკიჩი გააძევეს. იოკიჩის გარეშე მოთამაშე "დენვერს" ჯექსონმა (21 ქულა, 3 მოხსნა, 6 ასისტი) და კალდველ-პოუპმა (20 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი) ულიდერეს.

სხვა სტატიები