Belive

NBA-ის 5 საუკეთესო კალათბურთელი სნუპ დოგის აზრით

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა რეპერმა, სნუპ დოგმა, ამ მომენტისთვის NBA-ის 5 საუკეთესო კალათბურთელი დაასახელა.

სნუპის რჩეულთა შორის ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეთსი), ჯა მორანტი (მემფის გრიზლისი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია სიქსერსი), ენტონი ედვარდსი (მინესოტა ტიმბერვულვზი) და შეი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა სიტი თანდერი) მოხვდნენ. რეპერმა სწორედ კანადელზე თქვა, რომ ის სნუპ დოგის მსგავსად თამაშობს.

52 წლის რეპერს ყველაზე მეტად არჩევნის გაკეთება ჯოელ ემბიდსა და იანის ანტეტოკუნმპოსს შორის გაუჭირდა, თუმცა, საბოლოოდ, ემბიდი გამოარჩია.

სნუპმა მისთვის საყვარელი გუნდიდან, ,,ლეიკერსიდან'', Top 5-ში არცერთი მოთამაშე არ შეიყვანა, მაგრამ ხუმრობით თქვა, რომ ლებრონ ჯეიმსი სკამიდან შემოვიდოდა.

სხვა სტატიები