Belive

ინდიანამ კლივლენდთან წააგო - ბითაძე მატჩში საუკეთესო იყო | VIDEO

2 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
NBA-ის პრესეზონის ბოლო შეხვედრაში ,,ინდიანა პეისერსი'' ,,კლივლენდ კავალიერსთან'' 16-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 94-110 დამარცხდა. მატჩში 23 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 18 ქულა (პირადი რეკორდი ინდიანას შემადგენლობაში), 6 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა. ქულებისა და დაფარებების რაოდენობით გოგა ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ბითაძემ 7-დან 4 სამქულიანი, 3-დან 2 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ,,მაიამის'' ჩედი ოსმანმა ულიდერა - თურქმა 14 ქულას, 3 მოხსნასა და 2 ასისტს მოუყარა თავი. დღეს ითამაშა სანდრო მამუკელაშვილის ,,მილუოკი ბაქსმაც'', რომელმაც შინ ,,დალასთან'' 11-ქულიანი სხვაობით წააგო. ქართველმა ფორვარდმა მატჩი 4 ქულით, 6 მოხსნითა და 1 დაფარებით დაასრულა. ,,მილუოკი'' NBA-ის რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრას 20 ოქტომბერს, ,,ბრუკლინის'' წინააღმდეგ გამართავს, ,,ინდიანა'' კი 21-ში ,,შარლოტს'' დაუპირისპირდება.

გოგა ბითაძის მომენტები კლივლენდის წინააღმდეგ

სხვა სტატიები