Belive

"სერბეთში კალათბურთი არ უყვართ" - ნიკოლა იოკიჩი

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, "დენვერ ნაგეტსისა" და სერბეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიდერის - ნიკოლა იოკიჩის, ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის, ზედიზედ 2-გზის MVP-ი, სერბეთის ნაკრებს შეუერთდა და ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევრობასკეტზე მონაწილეობის მიღებას შეძლებს. იოკიჩმა რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა და მათ შორის სერბების მენტალობას გაუსვა ხაზი. იოკიჩმა აღნიშნა, რომ სერბებს კალათბურთი არ უყვართ - მათ ყველგან და ყველაფერში გამარჯვება უყვართ.
"სერბ ხალხს სპორტი არ უყვარს. ჩვენ არ მოგვწონს კალათბურთი. ჩვენ გვიყვარს გამარჯვება". 

296528060_3174781532743729_8243708066235094985_n

შეგახსენებთ, სერბეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტზე D-ჯგუფში – ჩეხეთის, ისრაელის, ფინეთის, პოლონეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ იასპარეზებს.

სხვა სტატიები