Belive

იანის ანტეტოკუნმპომ NBA-ს რეკორდი დაამყარა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში მილუოკი ბაქსმა ნიუ იორკ ნიქსი 121:111 დაამარცხა.

სეზონი საოცრად დაიწყო იანის ანტეტოკუნმპომ, მან აღნიშნულ მატჩში 33:10 წუთი ითამაშა და ყველაზე მეტი 37 ქულა დააგროვა, ასევე ჰქონდა 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება. 36 ქულით გამოირჩა ჯეილენ ბრანსონი.

ეს შეხვედრა განსაკუთრებული იყო ბერძენი სუპერვარსკვლავისთვის, რადგან NBA-ს ისტორიაში ის პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სეზონის პირველ 4 მატჩში 140+ ქულა, 50+ მოხსნა და 20+ შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

მილუოკი ბაქსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 3 მოგებით და 1 მარცხით მე-5 პოზიციაზეა, ისინი 31 ოქტომბერს გოლდენ სტეიტ უორიორსს დაუპირისპირდებიან.

მატჩის მიმოხილვა:

სხვა სტატიები