სანდრო მამუკელაშვილმა მილუოკის 15 ქულა ჩაუგდო
16 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ დაპირისპირებაში, მილუოკი ბაქსმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა და 94:122 დამარცხდა. ბაქსს ამ წაგებით ზედიზედ 3-მოგებიანი სერია გაუფუჭდა, ტორონტომ კი ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
მიუხედავად იმისა, რომ სანდრო მამუკელაშვილი ძირითად ხუთეულში არ ყოფილა, მწვრთნელისგან 23 წუთი მიიღო და პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც იყო. ქართველმა გუნდს 15 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და ერთი ჩაჭრა შესძინა. სანდრო თამაშიდან 50%-იანი სიზუსტით ისროდა.
ტორონტოს 34 მოგება და 23 წაგება აქვს - ამ შედეგით ის აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე ადგილზეა. 2 დღეში რეპპტორსი საკუთარ არენაზე ოკლაჰომას უმასპინძლებს.