Belive

სანდრო მამუკელაშვილი: "ნიუ იორკთან დაკარგვებმა წაგვაგებინა"

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ერთი შეხვედრა დარჩა. ბოლოსწინა ტურში ნიუ იორკ ნიქსმა ტორონტო რეპტორსს უმასპინძლა და მეტოქე 112:95 დაამარცხა - მიუხედავად ამისა, კანადური კლუბი მეექვსე ადგილს ინარჩუნებს, რაც პლეი ოფში პირდაპირ მოხვედრის საშუალებას იძლევა. მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი სანდრო მამუკელაშვილმა გააკეთა.

ვფიქრობ, წაგების მთავარი მიზეზი ბევრი დაკარგვა იყო. ისინი აგრესიულად თამაშობდნენ, ჩვენ კი შესაბამისი წინააღმდეგობბა ვერ გავუწიეთ. გვქონდა მისკომუნიკაცია და საბოლოოდ, ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ წავიდა.

დაცვაში შეთანხმებული თამაში მატჩის მოგების მთავარი კომპონენტია, ჩვენ ეს გვაკლდა და ამის გარეშე კალათში უმარტივეს ქულებს იღებ. თუ მათ პლეი ოფში შეხვდებით, უფრო აგრესიულები უნდა ვიყოთ.

ზაფხულის შემდეგ გუნდი შეკრულია და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ - ძალიან გვინდა პლეი ოფში გასვლა, რადგან მშვენიერ სეზონს ვატარებთ. ახლა ბრუკლინთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული. - განაცხადა სანდრო მამუკელაშვილმა

სანდრო მამუკელაშვილმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა - ქართველმა პარკეტზე 25 წუთი გაატარა და მან ამ დროში 17 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ 3-დან 2 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. მამუკელაშვილმა 4 ქულა საჯარიმო სროლებით აიღო (4/6). სანდრომ 4-ჯერ დაკარგა ბურთი. აღსანისნავია, რომ ქართველი, მოპოვებული ქულების რაოდენობით, საკუთარ გუნდში, საუკეთესო იყო.

81 ჩატარებული მატჩის შემდეგ, ტორონტოს 45 გამარჯვება აქვს და ბოლო შეხვედრაში უმოტივაციო ბრუკლინს დაუპირისპირდება, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ რეპტორსი პლეი ოფის ზონაში ადგილს შეინარჩუნებს.

სხვა სტატიები