Belive

"გთხოვთ, მეტი მამუ" - მამუკელაშვილი ახალგაზრდა ვარსკვლავებს შორის დასახელდა

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

გავლენიანი ამერიკული საკალათბურთო პორტალი Basketballnews-ი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 5 ახალგაზრდა ვარსკვლავის შესახებ წერს, რომელთაც უნდა დავაკვირდეთ.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის გარემოება, რომ ავტორიტეტული გამოცემა ხუთ საუკეთესო ახალგაზრდას შორის, სანდრო მამუკელაშვილსაც ასახელებს. "მილუოკიდან" "სან ანტონიოში" გადასვლის შემდეგ, მამუმ მეტი სათამაშო დრო მიიღო, რათა საკუთარი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს.

მიღებულ დროს სანდრო მამუკელაშვილი იდეალურად იყენებს და ეს ყველაფერი მის მიერ დაფიქსირებული სტატისტით მყარდება.

სანდრო მამუკელაშვილი "სან ანტონიო სპურსი"

სტატისტიკა უკანასკნელ 8 შეხვედრაში: 13 ქულა, 6.8 მოხსნა, 2.9 გადაცემა, 1.9 დაკარგვა, 2.8 ჩაჭრა.

განსაკუთრებული უნარი: პასი

გასაოცარია ტანმაღალი კალათბურთელების ხილვა, რომლებიც კარგი პასის უნარით გამოირჩევიან. მიზიდავს და ნამდვილად სიამოვნებაა იმის ყურება, როგორ ახერხებენ “მაღლები” მეტოქის დაცვის გამჭოლი პასით გარღვევას. საბედნიეროდ, "სპურსმა" მამუკელაშვილს მისცა შესაძლებლობა, რომ ბურთით ხელში მსგავსი ქმედებებით გაგვაოცოს.

"მილუოკიში" ეს უბრალოდ არ მოხდებოდა. ფრენჩაიზს მამუკელაშვილი მხოლოდ სივრცისთვის ან დაცვაში თამაშისთვის სჭირდებოდა - უკეთეს შემთხვევაში ორივე კომპონენტში გარჯისთვის. შეტევისთვის მამუს არც დრო რჩებოდა და არც შესაძლებლობა ეძლეოდა, რადგან "მილუოკის" ამ ყველაფრისთვის უამრავი კალათბურთელი ჰყავდა. გამომდინარე იქიდან, რომ "სან ანტონიოში" სხვა ვითარებაა, მამუკელაშვილს შანსი მიეცა შეტევაში მეტი დრო გაატაროს და გვაჩვენოს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც "მილუოკიში" არ შეეძლო.

იმისთვის, რომ მამუკელაშვილი უმაღლესი დონის კალათბურთელად იქცეს, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. მნიშვნელობა არ აქვს დარჩება "სან ანტონიოში", თუ სხვა ფრენჩაიზში გადაინაცვლებს - "სპურსმა", ან ნებისმიერმა სხვა გუნდმა, რომელსაც მამუს შეტევაში იდეალურად გამოყენება სურს, უნდა მოძებნოს გამოსავალი, რომ მის გარშემო ძლიერი თავდაცვითი ინფრასტრუქტურა შექმნას.

სხვა სტატიები