Belive

17 ქულა, 8 მოხსნა, 5 ასისტი - მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "სან ანტონიოსა" და "იუტას" დაპირისპირება შედგა. სან ანტონიოში, "AT&T Center"-ში გამართული სანახაობრივი და უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა მარცხით - 117:128 დასრულდა.

"სან ანტონიოს" შემადგენლობაში სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, თუმცა ქართველი ლეგიონერის გარჯა ამაო აღმოჩნდა. პარკეტზე გატარებულ 28:42 წუთში, მამუკელაშვილმა 17 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ნაჩვენები ქულების მიხედვით, მამუკელაშვილმა "სან ანტონიოს" რიგებში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. "სპურსის" საუკეთესო მექულე მალაკი ბრენემი გახდა (21 ქულა). +/- მაჩვენებლით მამუკელაშვილი ასევე მოწინავეთა შორის აღმოჩნდა და ტრეი ჯონსთან ერთად უმაღლესი შეფასება (7) დაიმსახურა.

სხვა სტატიები