Belive

მამუკელაშვილი: 'ტორონტოში ბევრი ქართველია და გამიხარდება ჩვენი დროშების დანახვა'

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

სანდრო მამუკელაშვილმა გუნდი შეიცვალა და სან ანტონიოში 2-ნახევარი სეზონის გატარების შემდეგ, კანადურ ტორონტო რაპტორსში ითამაშებს. ქართველმა კალათბურთელმა, ახალ კლუბში მისვლის შემდეგ, მედიასთან პირველად ისაუბრა.

მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ როტაციაში საჭირო კაცი ვარ, რომ შემიძლია NBA-ში 10 წელი ვიყო და ჩემი კვალი დავტოვო. სან ანტონიომ ეს შესაძლებლობა ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მომცა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დრო იყო, შემდეგი ნაბიჯი გადამედგა და ვფიქრობ, ტორონტო შესანიშნავი ვარიანტი იყო. ის ჩემთვის იდეალურად გამოიყურება.

ძალიან მიხარია აქ ყოფნა და მაქსიმუმს მივცემ ორგანიზაციას, ქალაქს, გულშემატკივრებს და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. ასევე, ტორონტოში დიდი ქართული დიასპორაა, ამიტომ გამიხარდება თამაშის დროს ჩვენი დროშების დანახვა.

დარკო (რაიაკოვიჩი, რაპტორსის მთავარი მწვრთნელი) ევროპელი მწვრთნელია, მას მშვენივრად იცის ევროპული თამაშის სტილი. მე მას ვესაუბრე და მთავარი რაც მითხრა ისაა, რომ ჩემგან ინტენსიურ თამაშს ელის. 'ჩვენ ძალიან აგრესიულ დაცვას ვთამაშობთ' - მითხრა მან და ვფიქრობ, ეს ჩემნაირ მოთამაშეს დაეხმარება. როდესაც აგრესიული ხარ, შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ასეთი ინტენსიური დაცვა, შეცდომებს მალავს.

ვფიქრობ, ჩემს დაცვით შესაძლებლობებს ახალ დონეზე ავიყვან. - განაცხადა სანდრო მამუკელაშვილმა

26 წლის სანდრო მამუკელაშვილმა, მას შემდეგ, რაც 2021 წელს დრაფტზე 54-ე ნომრად აიყვანეს, NBA-ში 191 მატჩი ჩაატარა ( მილუოკი ბაქსსა და სან ანტონიო სპურსში). ქართველი საშუალოდ 11.5 წუთს თამაშობდა, ახლა კი დიდი შანსია, გაცლებით მეტი სათამაშო დრო მიიღოს. სანდრომ ტორონტოსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მეორე წელს თავად მოთამაშე გადაწყვეტს გაახანგრძლიივოს კონტრაქტი, თუ გახდეს თავისუფალი აგენტი.

სხვა სტატიები