Belive

ტორონტოს 4-მატჩიანი მოგებათა სერია ნიუ იორკთან შეწყდა | მამუკელაშვილმა 25 წუთამდე ითამაშა

12 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ზედიზედ 4 გასვლითი მოგების შემდეგ, ტორონტო რაპტორსი საკუთარ დარბაზს დაუბრუნდა და ნიუ იორკთან 27-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:119 დამარცხდა.

მატჩში 25 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 9 ქულა, 4 მოხსნა, 3 დაფარება (მეტი დაფარება მხოლოდ სანდროს თანაგუნდელს, კოლინ მიურეი-ბოილსს ჰქონდა - 4) 1 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. 26 წლის კალათბურთელმა 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

ტორონტოს 27 ქულით, 6 მოხსნით, 3 ჩაჭრითა და 2 პასით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა, ნიუ იორკის რიგებში კი 30 ქულით, 4 ასისტით, 1 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით მიკალ ბრიჯესი გამოირჩა.

რაპტორსი, რომელიც 29 მოგებითა და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას შაბათს, 31 იანვარს, ორლანდო მეჯიქის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები