Belive

"სან ანტონიოში თავის დამკვიდრებას შევძლებ" - სანდრო მამუკელაშვილი

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა - სანდრო მამუკელაშვილმა, "სან ანტონიო სპურსის" შემოთავაზება მიიღო და ფრენჩაიზთან კონტრაქტის 1-წლით გახანგრძლივებას დათანხმდა.

"სპურსთან" გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, მამუკელაშვილმა betlive.com-თან ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ "სან ანტონიოს" ძალიან კარგი ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, სადაც თავის დამკვიდრებას შეძლებს.

"მოგესალმებით, როგორც იცით "სან ანტონიო სპურსთან" ხელშეკრულება კიდევ 1 წლით გავახანგრძლივე, რის გამოც მოხარული ვარ. გვყავს ძალიან ახალგაზრდული გუნდი, სადაც თავის დამკვიდრებას შევძლებ. ასევე, NBA-ში საუკეთესო მწვრთნელი და მასთან თამაში ჩემთვის დიდი სტიმულია, რადგან, ჩემი სჯერა და სწორად გამოყენება იცის. იმედია წარმატებული სეზონი იქნება, რადგან მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გუნდიც ძალიან მაღალ დონეზე ითამაშებს - ამიტომაც, მომავალ წელს "სან ანტონიოში" შევხვდებით", - სანდრო მამუკელაშვილი.

შეგახსენებთ, “სან ანტონიოში” სანდრომ 19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო. გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით, სანდრომ “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა – ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა.

სხვა სტატიები