მამუკელაშვილის 9 ქულა ფინიქსთან | ტორონტომ გაიმარჯვა
7 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო რეპტორსმა ფინიქს სანსს უმასპინძლა და 122:115 დაამარცხა. ტორონტოს ზედიზედ 2 მატჩი ჰქონდა წაგებული, ამ მოგებით კი 37-ე მოგება დააგროვა (66 თამაშიდან) და აღმოსავლეთ კონფერენციის მეშვიდე ადგილზეა.
სანდრო მამუკელაშვილმა ამ შეხვედრაში 17 წუთამდე ითამაშა და გუნდს 9 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა. სანდრომ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ორიანები კი არ აუცილებია (2/2).
ტორონტოს ბრენდონ ინგრამმა ულიდერა - ამერიკელმა გუნდს 36 ქულა და 7 მოხსნა მოუტანა. ტორონტო მომავალ მატჩს ისევ საკუთარ კედლებში, დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ ჩაატარებს.