Belive

გოგა ბითაძის კარგი მატჩი და ორლანდოს ზედიზედ მეოთხე მოგება

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ორლანდო "მეჯიქმა" საკუთარ არენაზე ტორონტო "რეპტორსი" დაამარცხა. გოგა ბითაძის გუნდმა დიდი სხვაობით 126:107 გაიმარჯვა.

კარგი მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, მან თითქმის 31 წუთი ითამაშა რა დროშიც 5 ქულა ჰქონდა, 7 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 5 დაფარება და 2 ჩაჭრა.

სხვა კალათბურთელებს რაც შეეხება, საუკეთესო მექულე პაოლო ბანჩერო გახდა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, ტორონტოს რიგებიდან კი დენის შროდერი 24 ქულით.

სხვა სტატიები