გოგა ბითაძის 5 ქულა | ორლანდო ჩიკაგოსთან დამარცხდა
3 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის რეგულლარული სეზონის შეხვედრაში, ჩიკაგო ბულსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და 121:114 დაამარცხა. ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა გოგა ბითაძემ ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა და პარკეტზე, ამჯერად, 16 წუთი გაატარა.
მიღებული დროის განმავლობაში, ქართველმა ცენტრმა, 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოუტანა საკუთარ გუნდს. გოგამ 2-დან ორი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზზეც ორჯერ იდგა და ერთი სროლა გააფუჭა.
35 მატჩში, ორლანდოსთვის, ეს უკვე მე-16 წაგება იყო და გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილამდე დაქვეითდა. მეჯიქი მომდევნო შეხვედრას შინ, ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ ჩაატარებს.