Belive

გოგა ბითაძე: "ძირითადში თამაშიც შემიძლია და ცვლილებიდან დახმარებაც"

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

სანამ NBA-ის რეგულარული სეზონი დაიწყება "მედიის დღეები" იმართება, სადაც მოთამაშეები ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს პასუხობენ. "ორლანდო მეჯიქის" ქართველმა ცენტრმა, გოგა ბითაძემ, მედიის წარმომადგენლებს მისი თვალით დანახული სამომავლო პერსპექტივები გაუზიარა.

ორლანდოში ჩემი როლი უცვლელია. ნებისმიერ მომენტში შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო. უკვე დავამტკიცე, რომ ძირითად ხუთეულში დაწყება ჩემთვის პრობემას არ წარმოადგენს და გუნდს ცვლილებიდანაც შემიძლია დავეხმარო.

ჩემი სურვილი, ისევე როგორც ყველა კალათბურთელის, თავიდან ბოლომდე თამაშია, მაგრამ პირველ ადგილს ყოველთვის გუნდის ინტერესები იკავებს.

რა თქმა უნდა, რთულია როცა არ თამაშობ, მაგრამ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობის შენარჩუნება, მუშაობის გაგრძელება და იმის დამტკიცებაზე ფიქრია, რომ თამაშს იმსახურებ. - განაცხადა გოგა ბითაძემ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინნასწარი შეხვდრები 4 ოქტომბერს დაიწყება. ბითაძე და ორლანდო პირველ მატჩს 7 ოქტომბერს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ ითამაშებენ.