Belive

FIBA - საქართველო იმედოვნებს, რომ საშინაო არენაზე, სუპერ-მაღალი შემადგენლობით, რაღაცის მიღწევას შეძლებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის დაწყებამდე 2 დღე რჩება. ფიბას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფი მიმოიხილა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან, თურქეთთან, მონტენეგროსთან, ბულგარეთთან და ბელგიასთან ერთად იასპარეზებს:

,,მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი თაობათა ცვლის პროცესშია. ევრობასკეტის A ჯგუფის თითოეულ წევრს სწორედ ამის მოსმენა სურდა.

თურქეთი ბოლო ეტაპზე გასვლის სოლიდურ კანდიდატად გამოიყურება. საქართველო იმედოვნებს, რომ საშინაო არენაზე, სუპერ-მაღალი შემადგენლობით, რაღაცის მიღწევას შეძლებს. ბელგიას იმედი აქვს, რომ თავის პოზიტიურ სვლას დაეყრდნობა. მონტენეგრო ტურნირს რუსეთის ნაცვლად დაემატა, მაგრამ მაინც კარგად გამოიყურება და ბულგარეთს ჰყავს სუპერვარსკვლავი - საშა ვეზენკოვი, რომელიც გუნდს, შესაძლოა, ბერლინის საგზურის მოპოვებაში დაეხმაროს,'' - წერს Fiba.com-ი.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდში არაერთი ცვლილებაა, Fiba.com-ი ჯგუფის მთავარ ფავორიტად ესპანეთს მიიჩნევს და მათ ძლიერ მხარედ მთავარ მწვრთნელს, სერჯო სკარიოლოს ასახელებს. გარდა ამისა, ვებგვერდმა კალათბურთელებს შორის თურქეთის ეროვნული ნაკრების ცენტრი, ალპერენ სენგუნი გამოარჩია.

ევრობასკეტი პირველ სექტემბერს დაიწყება. A ჯგუფის პირველი მატჩი, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, 15:30 საათზე, ესპანეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გაიმართება. საქართველო კი პირველ შეხვედრას 21:00 საათზე, ბელგიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები