Belive

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ტურნირის დებიუტანტია, F ჯგუფში, სლოვენიის, ვენესუელის და კაბო ვერდეს ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

ილიას ზუროსის გუნდი შეხვედრებს იაპონიაში ჩაატარებს.

2023 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. წელს ტურნირს სამი ქვეყანა (იაპონია, ფილიპინები, ინდონეზია) უმასპინძლებს.

სხვა სტატიები