ევროლიგის საპრიზო თანხა გაიზარდა | სხვაობა NBA-ს და ევროლიგის გამარჯვებულ გუნდებს შორის
ევროლიგის ახალი 2025/26 წლების სეზონი დაიწყო და გაირკვა თუ რამდენს მიიღებს ფულადი ჯილდოს სახით ტურნირის გამარჯვებული. SDNA-ის (Sports DNA) ცნობით წელს ევროლიგის ჩემპიონები 2.4 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო მეორე ადგილზე გასულები 2.1 მილიონ ევროს. 2024/25 წლების სეზონთან შედარებით თანხა საკმაოდ გაიზარდა, მაგალითად გასულ სეზონში ევროლიგის ჩემპიონმა ფენერბაჰჩემ 1.8 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა მონაკომ 1 მილიონი.
საინტერესოა, შევადაროთ თუ რამდენი გამოიმუშავა გასულ სეზონში NBA-ს ჩემპიონმა, ოკლაჰომა სიტი თანდერმა, მათ მხოლოდ გამარჯვებისთვის 8.8 მილიონი ევრო მიიღეს. წლევანდელი მონაცემები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ გასული სეზონის საპრიზო თანხაც კი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ევროლიგის გამარჯვებულისას.
Sixteen EuroLeague teams will pocket prize money for the 2025-26 season. The difference between the champs and the 16th seed is €2.25 million 💰
— BasketNews (@BasketNews_com) October 8, 2025
EuroLeague prize money: https://t.co/5qH8P4CaC2 pic.twitter.com/Ovdvee582S
შეგახსენებთ, რომ ევროლიგის ტურნირზე 2 ქართველი კალათბურთელი ასპარეზობს, ესენი არიან: თორნიკე შენგელია (ბარსელონა) და მათე ხატიაშვილი (ბასკონია), ამას გარდა ბაიერნში თამაშობს კამარ ბოლდუინი, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზირებული მოთამაშეა.
NBA-ში კი საქართველოს ეროვნული ნაკრების 2 მოთამაშე ასპარეზობს: გოგა ბითაძე (ორლანდო მეჯიქი), სანდრო მამუკელაშვილი (ტორონტო რეპტორსი).