Belive

მამუკელაშვილის 6 ქულა | ტორონტომ პორტლენდი დაამარცხა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში ტორონტო რაპტორსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი მიიღო და 121:118 დაამარცხა. 22 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ტორონტონს 15 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილზე გადავიდა.

სანდრო მამუკელაშვილს 19 წუთი მიეცა და ამ დროში 6 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და ერთი დაფარება მოაგროვა. სანდრომ 3-დან სამი ორქულიანი ჩააგდო, პერიმეტრიდან კი მხოლოდ ერთხელ ისროლა და არაზუსტად.

ტორონტოს უკანასკნელი ორი გასვლითი მატჩი წაგებული ჰქონდა (ნიუ იორკთან და შარლოტთან) - კანადური გუნდი მომდევნო თამაშს 5 დეკემბერს, ლეიკერსის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები