Belive

ევრობასკეტი | საქართველოსა და ბოსნიის მატჩის მსაჯების ვინაობა ცნობილია

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

4 სექტემბერს, 16:00 საათზე, ევრობასკეტის მე-5 სათამაშო დღეს, C-ჯგუფიდან პლეი-ოფში გასასვლელად, საქართველოსა და ბოსნიის პრინციპული დაპირისპირება შედგება.

FIBA აღნიშნულ მატჩზე მომუშავე არბიტრების ვინაობას ასახელებს და ერთ-ერთი სწორედ ის მსაჯია (მეტიუ ლი კალიო), რომელმაც საქართველოსა და იტალიის დაპირისპირებისისას კითხვის ნიშნები გააჩინა და რომელმაც ჩვენი ნაკრების კაპიტნის აღშფოთება გამოიწვია.

ფიბას გადაწყვეტილებით საქართველოსა და ბოსნიის მატჩს მეტიუ ლი კალიო (კანადა), გვიდას გედვილასი (ლიეტუვა) და ვენცისლავ ველიკოვი (ბულგარეთი) მოემსახურებიან. მატჩის დელეგატი კი ბრიტანელი მარტინ ფორდი იქნება.

სხვა სტატიები