Belive

ევრობასკეტი | საბერძნეთის მოულოდნელი მარცხი ბოსნიასთან

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის მე-4 სათამაშო დღეს მორიგი მოულოდნელობა დაფიქსირდა - ყველასათვის გასაკვირად, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, საბერძნეთი ბოსნიასთან დამარცხდა. გუნდის ლიდერის, იანის ანტეტოკუნმპოს გარეშე მოთამაშე საბერძნეთი ბოსნიასთან 77:80 დამარცხდა.

ბოსნიას იუსუფ ნურკიჩმა ულიდერა, რომელმაც 18 ქულასთან ერთად, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 18 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტი ჰქონდა ჯონ რობერსონსაც, ხოლო ედინ ატიჩმა 15 ქულა, 8 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. საბერძნეთის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კოსტას სლუკასი გახდა (15 ქულა, 4 მოხსნა, 8 ასისტი).

შეგახსენებთ, რომ ბოსნიის საკალათბურთო ნაკრები ქვეჯგუფის ბოლო და პრინციპულ მატჩს საქართველოს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 4 სექტემბერს, 16:00 საათზე შედგება.

სხვა სტატიები