Belive

საბერძნეთი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანია

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს საბერძნეთისა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. საოცრად დრამატულ შეხვედრაში გამარჯვება საბერძნეთს დარჩა (92:89).

საბერძნეთმა ამ შეხვედრამდე მოსასვლელად, პლეი ოფში ჯერ ისრაელი, შემდეგ კი ლიეტუვის ნაკრები დაამარცხა, ნახევარფინალში მათ მატჩი თურქეთთან დათმეს.

ფინელებმა უდიდესი სენსაცია მოახდინეს, როცა მერვედვინალიდან სერბეთი გააგდეს, მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრებს აჯობეს, ნახევარფინალში კი გერმანიასთან დამარცხდნენ.

შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ბერძნები 11 ქულის სხვაობით იგებდნენ და თითქოს გამარჯვებამდე მარტივად უნდა მისულიყვნენ, თუმცა ფინელებმა თამაშში დაბრუნება შეძლეს და ეს დიდწილად ბერძნების ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე მოხდა. 7 წამით ადრე, ფინელებმა 3 საჯარიმო სროლის უფლება მოიპოვეს და სამივეს ჩაგდების შემთხვევაში ანგარიში თანაბრდებოდა, ელიას ვალტონენმა 2 საჯარიმო გამოიყენა, მესამე ააცილა და ბურთი ისევ ფინელებმა მოხსნეს, მათდა სამწუხაროდ დამატებაც გააფუჭეს, რაც უკვე 1 ქულით წინ გასვლას ნიშნავდა.

იანის ანტეტოკუნმპოს 30 ქულა ჰქონდა, ტაილერ დორსის კი -20. ფინელებიდან საუკეთესო ლაური მარკანენი იყო 19 ქულითა და 10 მოხსნით, ელიას ვალონენმა 18 ქულა დააგროვა.

სხვა სტატიები