"საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ - უკეთ თამაში შემეძლო" - თორნიკე შენგელია
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის პრინციპულ მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბოსნიას დაუპირისპირდა და 76:84 დამარცხდა.
მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით. კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ - ბევრად უკეთ შემეძლო. თავის მართლებას არ დავიწყებ. ბევრი ფაქტორი იყო და არ გაგვიმართლა. მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენც ვიბრძოლეთ, ყველანაირად ვეცადეთ, რომ მოგვეგო თამაში. ახლა ვართ ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ორჯერ უკვე ვიყავით. ერთხელ გაგვიმართლა, მეორედ - არა. იმედია, რომ ამჯერადაც გაგვიმართლებს.
- თორნიკე შენგელია.
ბოსნიასთან დამარცხების შემდეგ, საქართველოს შანსები გართულდა, თუმცა, ჩვენს ნაკრებს ჯერ კიდევ შეუძლია საუკეთესო თექვსმეტეულში მოხვედრა. იმისთვის, რომ საქართველომ პლეი-ოფში ითამაშოს, საბერძნეთმა ესპანეთი უნდა დაამარცხოს.