Belive

ევრობასკეტი | საქართველო პრინციპულ მატჩში ბოსნიასთან დამარცხდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის პრინციპულ მატჩში, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბოსნიას დაუპირისპირდა და 76:84 დამარცხდა.

ბოსნიასთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს შანსები პლეი-ოფში გასასვლელად საკმაოდ გართულდა, თუმცა, ჩვენი ნაკრები ჯერ კიდევ ინარჩუნებს საუკეთესო თექვსმეტეულში მოხვედრის შანსს. იმისთვის, რომ საქართველომ პლეი-ოფში ითამაშოს, საბერძნეთმა ესპანეთი უნდა დაამარცხოს.

ბოსნიის საკალათბურთო ნაკრებს ტრადიციულად იუსუფ ნურკიჩმა ულიდერა, რომელმაც 15 ქულა, 12 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა. შედეგიანი მატჩი ჰქონდა ჯონ რობერსონსაც (15 ქულა, 1 მოხსნა, 5 ასისტი). საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა, რომელმაც 20 ქულას, 8 მოხსნასა და 1 ასისტს მოუყარა თავი. კამარ ბოლდუინმა 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა, ხოლო გოგა ბითაძის ანგარიშზე 15 ქულასტან ერთად, 5 მოხსნაც დაგროვდა.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრების პლეი-ოფში მოხვედრა ესპანეთისა და საბერძნეთის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. შეხვედრა 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები