Belive

ევრობასკეტი | გერმანიამ დიდი ბრიტანეთი გაანადგურა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტზე გერმანიის საკალათბურთო ნაკრების ფენომენალური სვლა გრძელდება - B-ჯგუფის მეოთხე ტურში, გერმანია დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდა და 63-ქულიანი სხვაობით, 120:53 გაანადგურა.

გერმანიის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ტრისტან და სილვა გახდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 24:56 წუთში 25 ქულის, 5 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. დენის შროდერის ანგარიშზე 19 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა, ხოლო ფრანც ვაგნერმა 18 ქულასთან ერთად, 10 ასისტიც გაიფორმა.

შეგახსენებთ, რომ B-ჯგუფის უკანასკნელ მატჩში, გერმანიისა და ფინეთის დაპირისპირება შედგება. შეხვედრა 3 სექტემბერს, 21:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები