"ევრობასკეტის X ფაქტორები არიან" - ფანები საქართველოს ტრიუმფს ეხმაურებიან
7 სექტემბერი ქართული კალათბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება - საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პლეი-ოფში საფრანგეთი დაამარცხა (80:70) და ისტორიაში პირველად, ევრობასკეტის 1/4-ფინალში ითამაშებს.
საქართველოს ტრიუმფს ფანები მსოფლიოს მასშტაბით ეხმაურებიან და ჩვენს ნაკრებს ტურნირის X ფაქტორად მოიხსენიებენ.
ფინეთი და საქართველო ევრობასკეტის X ფაქტორები არიან.
ყველა სლოვენიელის სახელით: მადლობა საქართველო!
მე ფრანგი ვარ, მაგრამ დღეს საქართველომ ბრწყინვალედ ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა.
როგორც ჩანს ტურნირს ფავორიტები ვერ მოიგებენ - დღეს ამბიციები და დისციპლინა იმარჯვებს.
როგორც ჩანს მხოლოდ ესპანელები არ ვართ ძალიან ცუდები.
მსოფლიო შოკს მიიღებს, როდესაც ფინალში პოლონეთსა და საქართველოს ვიხილავთ.
HISTORY FOR SAKARTVELO 🇬🇪, FRANCE ARE OUT OF EUROBASKET 😳#EuroBasket
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) September 7, 2025
ევრობასკეტის 1/4-ფინალში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.