Belive

"დენვერის დატოვება არ მსურს, ლუკას შეუძლია აქ შემომიერთდეს" - ნიკოლა იოკიჩი

2 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) "ოლ სტარის" მატჩის შემდეგ, ნიკოლა იოკიჩმა ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთმა რეპორტიორმა, იოკიჩს "დალასის" ვარსკვლავის - ლუკა დონჩიჩის შესახებ ჰკითხა და დაინტერესდა, რამდენად რეალური შეიძლება იყოს მათი სამომავლო თანამშრომლობა.

ნიკოლა იოკიჩმა, ლუკა დონჩიჩის შესახებ დასმულ კითხვას გულწრფელად უპასუხა და აღნიშნა, რომ მას "დენვერში" სიამოვნებით იხილავს.

"დენვერის" დატოვება არ მსურს. აქ ყოფნა ძალიან მომწონს და ჩვენ დიდებული ორგანიზაცია გვაქვს. თუ ლუკა "დალასში" გაბრაზდება და წასვლას გადაწყვეტს, შეუძლია ჩვენთან მოვიდეს. - ნიკოლა იოკიჩი.

სხვა სტატიები