დონჩიჩის სუპერ მატჩი | ლეიკერსმა სან ანტონიოს 2 ქულით მოუგო
4 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
ლეიკერსის წარმატებული სერია გრძელდება - ჯეი ჯეი რედიკის გუნდმა დღეს სან ანტონიო სპურსი 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 118:116 დაამარცხა და ზედიზედ მე-5 მატჩში იმარჯვა.
მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ლუკა დონჩიჩმა, რომელმაც არასრულ 42 წუთში 35 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა, 9 მოხსნა, 5 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ორმაგი დუბლი გაიფორმა დეანდრე ეიტონმა - 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა.
სან ანტონიოს 19 ქულით, 8 მოხსნით, 3 პასით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ვიქტორ ვემბანიამამ ულიდერა.
ლეიკერსი 7 მოგებითა და 2 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-2 პოზიციაზეა, სპურსი კი 5 გამარჯვებითა და 2 წაგებით მე-5 ადგილს იკავებს. ლოს ანჯელესური გუნდი მომავალ მატჩს ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ გამართავს, სან ანტინიო კი ჰიუსტონ როკეტსს შეხვდება.