Belive

NBA All-Star-ის მატჩის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-მ ოფიციალურად გამოაცხადა 2026 წლის ყველა ვარსკვლავის (All-Star) მატჩის სასტარტო შემადგენლობა. აღნიშნული შეხვედრა 15 თებერვალს ლოს ანჯელესში გაიმართება.

აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო შემადგენლობა:

  • იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი ბაქსი)

  • კეიდ კანინგემი (დეტროიტ პისტონსი)

  • ტაირის მაქსი (ფილადელფია სიქსერსი)

  • ჯეილენ ბრანსონი (ნიუ იორკ ნიქსი)

  • ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონ სელტიკსი)

დასავლეთ კონფერენციის სასტარტო შემადგენლობა:

  • ნიკოლა იოკიჩი (დენვერ ნაგეთსი)

  • ლუკა დონჩიჩი (ლოს ანჯელეს ლეიკერსი)

  • შაი გილჯეს-ალექსანდერი (ოკლაჰომა სითი თანდერი)

  • სტეფ კარი (გოლდენ სტეიტ უორიორსი)

  • ვიქტორ ვემბანიამა (სან ანტონიო სპურსი)

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ლებრონ ჯეიმსის სასტარტო შემადგენლობიდან ყველა ვარსკვლავის მატჩში ზედიზედ 21-ჯერ მონაწილეობის რეკორდი დასრულდა. ლებრონს გასულ წელს All-Star-ის ძირითადში უნდა ეთამაშა, მაგრამ ტრავმის გამო მატჩი გამოტოვა, ამჯერად კი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ლებრონი 2005 წლიდან 2025 წლამდე, 21 წლის განმავლობაში ყველა All-Star-ის მატჩს სასტარტო შემადგენლობიდან იწყებდა, რომელიც აბსოლუტური რეკორდია. მეორე ადგილზე ქარიმ აბდულ-ჯაბარია 19 მატჩით.

შეგახსენებთ, რომ ყველა ვარსკვლავის (All-Star) ღონისძიებები 13 თებერვალს დაიწყება, 14 თებერვალს შეჯიბრებები გაიმართება, ხოლო 15-ში მთავარი მატჩი.

სხვა სტატიები