Belive

ლუკა დონჩიჩი ლეიკერსის ისტორიაში შევიდა - სლოვენიელმა 2000 ქულა ყველაზე სწრაფად დააგროვა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა ჩიკაგო ბულსი 129:118 დაამარცხა.

სლოვენიელმა ლუკა დონჩიჩმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ყველაზე მეტი ქულაც მიითვალა, ლუკამ ორმაგი დუბლი გაიფორმა - 46 ქულა, 7 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა.

ლუკა დონჩიჩი ლეიკერსის ისტორიაში შევიდა, მან 2000 ქულა ყველაზე სწრაფად დააგროვა, ვისაც კი ოდესმე ლოს ანჯელესურ კლუბში უთამაშია, ეს მიღწევა მან 65-ე თამაშში დააფიქსირა.

26 წლის სლოვენიელი ლეიკერსში გასულ წელს დალას მავერიქსიდან გადავიდა, ის ზედიზედ მე-4 მატჩია 30 ქულაზე მეტს აგროვებს, საშუალოდ თამაშში კი ის 33.8 ქულას აფიქსირებს.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციის ცხრილში 28 მოგებითა და 17 მარცხით მე-5 პოზიციას იკავებს, მათი მომდევნო მომდევნო მეტოქე კლივლენდ კავალიერსი იქნება, მატჩი 29 იანვარს გაიმართება.