Belive

დანილო გალინარი ევრობასკეტს გამოტოვებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი ვარსკვლავი, დანილო გალინარი საკუთარ გუნდს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. ინფორმაციას იტალიის კალათბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გალინარიმ ტრავმა გუშინ, საქართველოსთან მატჩის მესამე მეოთხედში მიიღო. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, დანილოს მენისკი აქვს დაზიანებული, რამაც მისი ევრობასკეტზე თამაში საბოლოოდ გამორიცხა.

ფაქტს სოციალურ ქსელში თავად გალო გამოეხმაურა და მის გუნდს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.

იტალიის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელია და C ჯგუფში საბერძნეთთან, ხორვატიასთან, უკრაინასთან, დიდ ბრიტანეთთან და ესტონეთთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები