ბოსტონმა ნიუ იორკთან მე-2 მატჩიც წააგო, ოკლაჰომამ დენვერთან გაათანაბრა
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ,,ბოსტონ სელტიქსმა” ,,ნიუ იორკ ნიქსთან” სერია მოულოდნელად დაიწყო და მე-2 საშინაო მატჩიც დათმო. ჯო მაზულას გუნდი დღევანდელ შეხვედრაში 1-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 90:91 დამარცხდა. ,,სელტიქსს” ბოლო შეტევაში მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა ჯეისონ ტეიტუმსს ბურთი მიკალ ბრიჯესმა მოპარა.
,,ბოსტონს” 20 ქულით, 9 მოხსნით, 5 ასისტითა და 2 დაფარებით დერიკ უაითმა ულიდერა, ,,ნიქსის” რიგებში კი 23 ქულით, 6 მოხსნით, 3 პასითა და 2 დაფარებით ჯოშ ჰარტი გამოირჩა.
გუნდებს შორის მე-3 მატჩი შაბათს, 10 მაისს, ნიუ იორკში გაიმართება.
დასავლეთ კონფერენციის სერიაში წონასწორობა აღადგინა ,,ოკლაჰომა სითი თანდერმა'', რომელმაც დღეს ,,დენვერ ნაგეთსს'' 43 ქულით, ანგარიშით 149:106 მოუგო.
,,ოკლაჰომას'' შემადგენლობაში 34 ქულით, 8 პასითა და 4 მოხსნით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა. ,,დენვერს'' 19 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 მოხსნით რასელ უესტბრუკმა ულიდერა.
,,დენვერსა'' და ,,ოკლაჰომას'' შორის სერიის მე-3 მატჩი ასევე შაბათს გაიმართება.