Belive

სან ანტონიომ ოკლაჰომასთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა

11 საათის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერეციის ფინალის მეოთხე მატჩში, სან ანტონიომ ოკლაჰომა სითი 103:82 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა. ოკლაჰომამ ამ სერიის საწყისი შეხვედრა დათმო და ეს მათი პირველი მარცხი იყო პლეი-ოფებში (9 თამაშიდან), შემდეგ ზედიზედ 2-ჯერ მოიგო და წინ გავიდა, ახლა კი ყველაფერი ისევ თავიდან იწყება.

პლეი-ოფის სტადიიდან გუნდები რომ რადიკალურად განსხვავებულ დაცვას თამაშობენ, ეს დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ვემბანიამასა და მისი თანაგუნდელების მიერ მე-4 თამაშში შესრულებული სამუშაო აღნიშვნის ღირსია. ოკლაჰომას ამაზე ცოტა ქულა, მიმდინარე სეზონში (რეგულარულიანად), არ ჩაუგდია.

საუკეთესო, რა თქმა უნდა, ფრანგი ცენტრი, ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 33 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მოუტანა. რეგულარული სეზონის MVP - შაი გილჯეს-ალექსანდერი მხოლოდ 19 ქულითა და 7 გადაცემით შემოიფარგლა, რაც მის გუნდს არ ეყო. სერიის მეხუთე შეხვედრა ოკლაჰომაში გაიმართება.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ყველაფერი უფრო მარტივადაა - ნიუ იორკ ნიქსი კლივლენდს 3:0-ს ამარცხებს.

გამორჩეული ფაქტი: ოკლაჰომას, 2022 წლის 10 აპრილის შემდეგ, არცერთ თამაშში (რეგულარულსა და პლეი-ოფის მატჩებში) 90 ქულაზე ნაკლები არ დაუგროვებია. ბოლოს, პლეი-ოფის მატჩში, 90 ქულაზე ნაკლები, 2020 წლის 29 აგვისტოს დაააგროვეს.

სხვა სტატიები