Belive

ვემბანიამამ სან ანტონიო დააღალატა, ენტონი ედვარდსმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა

5 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის მეორე რაუნდის პლეი-ოფის მორიგ შეხვედრაში მინესოტა ტიმბერვულვზმა ძალიან დრამატულ და დაძაბულ ბრძოლაში სან ანტონიო სპურსი 114:109 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (2:2).

მატჩის მეორე მეოთხედში ვიქტორ ვემბანიამა ნაზ რიდთან უხეში თამაშის გამო პარკეტიდან გააძევეს და სან ანტონიო ძალიან რთული ვითარებაში აღმოჩნდა, ფრანგმა კალათბურთელმა სულ რაღაც 12:29 წუთი ითამაშა და სულ 4 ქულის, 4 მოხსნისა, 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.

ენტონი ედვარდსმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და საუკეთესო მექულეც გახდა, მან 40 წუთში 36 ქულის ჩაგდება მოახერხა, სან ანტონიოდან კი 24-24 ქულით დე'არონ ფოქსი და დილან ჰარპერი გამოირჩნენ.

მოკლედ გუნდებს შორის სერიაში ანგარიში როგორც უკვე აღვნიშნეთ გათანაბრდა, მომდევნო შეხვედრას კი ხვალ 23:55 საათზე გამართავენ.

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა ნიუ იორკ ნიქსი, მათ 4 მატჩში მარტივად დაამარცხეს ფილადელფია სიქსერსი და ფინალურ ეტაპზე კლივლენდ კავალიერსი/დეტროიტ პისტონსის წყვილიდან გამარჯვებულს ელოდება. ნიქსმა ფილადელფია ბოლო შეხვედრაში 30 ქულით 144:114 დაამარცხა.

მატჩში 25 ქულით საუკეთესო იყო მაილს მაკბრიდი, ფილადელფიიდან კი 24 ქულით გამოირჩა ჯოელ ემბიდი.

სხვა სტატიები