NBA-ის რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში "ინდიანა პეისერსმა" "მაიამი" 109:92 დაამარცხა.
ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში, როდესაც გოგა ბითაძე ბლოკს აყენებდა, ქართველ კალათბურთელს დერიკ ჯონსი უხერხულად შეეჯახა. "მაიამის" ფორვარდი პარკეტიდან საკაცით გაიყვანეს.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ გოგამ სოციალურ ქსელში პოსტი განათავსა.