Belive

ბითაძის ორლანდო დალასთან დამარცხდა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ორლანდოსა" და "დალასის" დაპირისპირება შედგა. ორლანდოში გამართული სანახაობრივი მატჩი, მასპინძლების მარცხით 102:117 დასრულდა.

"დალასს" კვლავ ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 3 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა. ასევე შედეგიანი მატჩი ჩაატარა კაირი ირვინგმა (21 ქულა, 6 მოხსნა, 10 ასისტი).

"ორლანდოს" რიგებში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე პაოლო ბანჩერო გახდა (22 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი). გოგა ბითაძემ პარკეტზე 21:56 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 7 ქულისა და 6 მოხსნის დაგროვება შეძლო.

სხვა სტატიები