Belive

ბითაძის 21 წუთი | დეტროიტისა და ორლანდოს სერიაში ანგარიში გათანაბრდა

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი-ოფის პირველი რაუნდის მეორე შეხვედრაში დეტროიტ პისტონსმა ორლანდო მეჯიქი 98:83 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა (1:1).

მატჩში 21 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 3 ქულა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. გოგამ 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

ორლანდოს 18 ქულით, 8 პასით, 6 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით პაულო ბანკერომ ულიდერა, დეტროიტის რიგებში კი 27 ქულით, 11 შედეგიანი გადაცემით, 6 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით კეიდ კანინგემი გამოირჩა.

გუნდებს შორის მე-3 მატჩი შაბათს, 25 აპრილს, ორლანდოში გაიმართება.

სხვა სტატიები