Belive

ბითაძე ტრავმის გამო ლიეტუვასთან მატჩს გამოტოვებს

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

1 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30 საათზე, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩი ლიეტუვაში, კერძოდ კი კაუნასში გაიმართება. 

გუშინ, მატჩისწინა ვარჯიშზე აქტიური მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს, რომელსაც ეგვიპტესთან თამაშისას მიღებული მცირე ტრავმა აწუხებს. ნაკრების ექიმები და მწვრთნელები, ცხადია, მოცდას ამჯობინებენ და ბითაძეს დასვენების საშუალებას აძლევენ, რათა გოგა უფრო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის იყოს მზად. 

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობისთვის მზადების ციკლში, პირველი მატჩი ეგვიპტესთან ჩაატარა და 76:81 დავმარცხდით.

ლიეტუვის შემდეგ კი, ამხანაგურ მატჩს ლატვიას, იორდანიას, ირანსა და ავსტრალიასაც ვეთამაშებით.

 

ვინ მოიგებს დღევანდელ შეხვედრას?

საქართველო
ლიეტუვა

სხვა სტატიები