Belive

სანდრო მამუკელაშვილი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს შეუერთდა

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება. ამხანაგურ მატჩებსა და სამწვრთნელო პროცესში აქამდე სანდრო მამუკელაშვილი ჩართული არ იყო, დღეს კი ცნობილი ხდება, რომ ტორონტო რეპტორსის ახალწვეული ჩვენს გუნდს შეუერთდა.

ნაკრებს აქვს დანაკლისიც - კაპიტანი, თორნიკე შენგელია, პირადი მიზეზის გამო ესპანეთში გაემგაზავრა და გუნდს მოგვიანებით, ჩეხეთში შეუერთდება. ბარსელონას მოთამაშე ლიეტუვასთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მამუკელაშვილი ნაკრებთან ერთად პირველ ვარჯიშს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში 9 აგვისტოს ჩაატარებს. 10-ში ლიეტუვასთან ამხანაგური შეხვედრაა, ბოლო ტესტ-მატჩი კი 21 აგვისტოს ჩეხეთთან გვექნება.

საქართველოს ნაკრები, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 28 აგვისტოს, ესპანეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

სხვა სტატიები