Belive

მამუკელაშვილის 15 წუთი | ტორონტო მილუოკისთან დამარცხდა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის რიგით მეორე მატჩში, ტორონტო რაპტორსმა მილუოკი ბაქსს უმასპინძლა და 116:122 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილი მასპინძელთა ძირითად ხუთეულში არ იყო, თუმცა პარკეტზე 15 წუთზე მეტი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ამ დროში 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. სანდრომ 2-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი ორივე შემთხვევაში ზუსტი აღმოჩნდა.

საოცრად ითამაშა იანის ანტეტოკუნმპომ - ბერძენმა რაპტორსს 31 ქულა ჩაუგდო, 20-ჯერ მოუხსნა ბურთი და 7 ასისტი გააკეთა. იანისი მატჩის ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშე გახდა,

რაპტორსის მხრიდან საუკეთესო ბრენდონ ინგრამი იყო, რომელმაც 29 ქულას მოუყარა თავი.

ტორონტოს 1 მოგება (ატლანტასთან) და 1 წაგება აქვს, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილზეა და მომავალ შეხვედრას დალას მავერიქსის წინააღმდეგ ჩაატარებს

სხვა სტატიები